თრუსოს უღელტეხილი
თრუსოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′00″ ჩ. გ. 44°14′21″ ა. გ. / 42.65000° ჩ. გ. 44.23917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3150 მ |
ქედი | თრუსოს ქედი |
თრუსოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისა და ხოხის ქედის შემაერთებელ თრუსოს ქედზე. სიმაღლე 3150 მ. საცალფეხო გადასასვლელი თერგის ხეობიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ლიახვის ხეობაში (ჯავის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
ლიტერატურა[edit | edit source]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 113.